შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, მერის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოსა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
მონიტორინგის მიზნით, შეხვედრაზე განიხილეს 2023 წლის განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები. ასევე, შეფასდა მიმდინარე სამუშაოები და განხილული იქნა მონიტორინგის შედეგები.
ომარ ტაკიძემ ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო სწრაფ, ხარისხიან და მშენებლობით განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო კომისიისა და საბჭოს წევრებს შესაბამისი მითითებები მისცა.