შუახევში, შუამთობის კვირეულის ფარგლებში სახალხო დღესასწაული კატრიანისა და გრძელგორის მთებში გაიმართა.
ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და მთის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჭვანა". ხელმძღვანელი პირები ასევე იმყოფებოდნენ ყავრიანის, გორას, კერჩხიანის, კენჭისაყარისა და კიკიბოს მთებში.
„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს თვის დასაწყისში ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.
ოფიციალური ღონისძიება 6 აგვისტოს გომის მთაში გაიმართება. ძირითადი გზავნილი: - ტრადიციების შენარჩუნება და მთის პოპულარიზაციაა.