2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ანზორ ბოლქვაძესთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის შუახევის მკვიდრები ამირან მამალაძე, იაგო მიქელაძე, წარმოშობით შუახეველები, რომან ზოიძე და თენგიზ ჭაღალიძე.
დღეს ომარ ტაკიძე, გმირულად დაღუპული იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის ოჯახებს პირადად ესტუმრა, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა და გმირების საფლავებს პატივი მიაგო.
ამირან მამალაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტის ლექტორებმა, სტუდენტებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.