შუახევის მუნიციპალიტეტის 2023-2027 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მოწვეული ექსპერტი ნინო ლოლაძე, კომისიის თავმჯდომარე მირიან აბაშიძე, კომისიის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე იმსჯელეს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დეტალებზე, განიხილეს ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამები და ღონისძიებები.
დოკუმენტი ორიენტირებულია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომლის უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის გაძლიერება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. სამოქმედო გეგმის სრული ვერსიის მისაღებად კომისია უახლოეს პერიოდში შეიკრიბება.