შუახევში, ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი იმყოფებოდა.
შეხვედრას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
ომარ ტაკიძემ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში და მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტის ,,სანდასუფთავების სერვისის გაუმჯობესება შუახევის მუნიციპალიტეტში" დაფინანსებისათვის, რომლითაც მერიამ ნარჩენების შემგროვებელი მანქანა შეიძინა.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოქროპილაურის ციხე და 9 აპრილის ხეივანი დაათვალიერა.