შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სოფელ წელათისა და მთა ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ წელათის ცენტრის კეთილმოწყობაზე. მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის კონსტრუქციით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ სახლს. მოეწყო წყლის კუთხე, გარე განათება და ბილიკი. დაგეგმილია ასევე, ბეტონის საფარის დაგება. პროექტის საერთო ღირებულება 146 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, შპს ,,მეგა+" აწარმოებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ჩირუხის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. დაიდგმება ახალი ფანჩატურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას, მოეწყობა კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სცენა, გარე განათებები, სველი წერტილები და სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 259 000 ლარია. სამუშაოებს შპს ,,გორა+" აწარმოებს.
სამუშაოების მიმდინარეობას, ომარ ტაკიძესთან ერთად, მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.