შუახევის მერიაში, საქართველოს კონკურენციიის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ჩართულობითა და მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტომ, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონისა და კონკურენციიის გაძლიერების მიმართულებით" გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საინფორმაციო შეხვედრას, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორი ედნარ ბოლქვაძე უძღვებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული დარღვევების თავიდან აცილება და დარღვევევების შემთხვევაში მომხმარებლის ინტერესების დაცვა წარმოადგენდა.
შეხვედრას მერის მოადგილეები: რუსუდან შავაძე და გურამ ზოიძე, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, თანაშემწეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.