კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, ანსამბლ ,,შუახევის" სოლისტს ზურაბ დავითაძეს 70 წელი შეუსრულდა.
დამსახურებულ ხელოვანს, საიუბილეო თარიღი შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძესთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან ფრიდონ დავითაძესთან ერთად მიულოცა. კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ზურაბ დავითაძე 1975 წლიდან აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში. მუშაობდა შუახევის კულტურის ცენტრში სხვადასხვა თანამდებობებზე. დღემდე ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,შუახევი" მომღერალ-სოლისტია.
მონაწილეობდა, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებში. არის ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური ოლიმპიადისა და ფესტივალის ოთხგზის საქართველოს ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი. დაჯილდოებულია მედლებით, დიპლომები, სერთიფიკატებითა და საპატიო სიგელებით.