შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან და უწყების თანამშრომლებთან, 2024 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წლის მთავარი პროექტები და პრიორიტეტები.
2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტი იძლევა საშუალებას წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული მიმართულებით.
თათბირზე ასევე, იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ომარ ტაკიძემ, ყურადღება გაამახვილა გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობაზე, მოსახლეობის მხრიდან გამოკვეთილ საჭიროებების დროულად მოგვარებაზე.