შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებულ ვითარებაზე.
ყურადღება გამახვილდა, 2024 წლის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
თემის წარმომადგენლებს დაევალათ მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია მერიის სოციალური პროგრამებზე. კომპეტენციის ფარგლებში, დროულად მოახდინონ რეაგირება სოფლებში არსებულ პრობლემებზე.