შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამსახურის თანამშრომლებმა გაწეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კულტურის ცენტრის, ბაგა-ბაღების გაერთიანების, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის, სპორტული ცენტრისა და რაგბის განვითარების სკოლის ხელმძღვანელები, რომლებმაც გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და ისაუბრეს მიღწეულ წარმატებებზე, ახალ ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმებზე.
ომარ ტაკიძემ, ყურადღება გაამახვილა კულტურის სფეროს განვითარებაზე და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის სათანადოდ წარმოჩენაზე, პერსპექტივებზე, სახელოვნებო პროექტებისა და სპორტის პოპულარიზაციაზე, ბაგა-ბაღების ავტორიზაციისა და სხვა აქტივობების განხორციელების ხელშეწყობაზე. ახალი პროექტების, ღონისძიებების, ინიციატივების აუცილებლობასა და თითოეული რგოლის სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობაზე.