შუახევში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორია.
აღნიშნულ შეხვედრას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოისმინეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერების და დანერგვის შესაძლებლობები, შუახევის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები, პრიორიტეტული სფეროები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.