შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან მირიან აბაშიძესთან, გურამ ზოიძესთან და რუსუდან შავაძესთან ერთად, მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოისმინეს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის პრიორიტეტები.
მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 10 000 000 ლარამდე დაიხარჯება. გაგრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გაუმჯობესება, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სოფლისა და ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საპიკნიკე ადგილების მოწყობა, მთების ელექტროფიკაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება და ა.შ.
შერჩეულ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია, ნაწილზე კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მერმა, უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიურ რეჟიმში გაწეული საქმიანობისთვის და მხარდაჭერა გამოუცხადა.