შუახევში, თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული ტექნიკა, ადამიანური რესურსი.
შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. საფრთხის შემცველი მეწყრული კერებიდან გაყვანილია ოჯახები. მერიაში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე კეთდება შესაბამისი რეაგირება. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების შესწავლა.
სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროსთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციებზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მოქმედებს ცხელი ხაზი 599 85 20 80