შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებულ ვითარებაზე.
მოსახლეობა, მერიაში მოქმედი სხვადასხვა სოციალური პროგრამით სარგებლობს. სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავება.
მოსახლეობის საზაფხულო იალაღებზე გასვლამდე იწმინდება მთებში მისასვლელი გზები. უახლოეს დღეებში ყველა მთა უზრუნველყოფილი იქნება ელექტრომომარაგებით.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გურამ ზოიძე ესწრებოდნენ.