შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს - ,,მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერეისთვის".
პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა;
ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
მნიშვნელოვანია ან აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" შორის, რომლითაც პროგრამის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზრდა, ჯამში შეადგენს 40 000 ლარს, რაც მეტ ბენეფიციარს მისცემს შესაძლებლობას თავიანთი იდეა აქციონ რეალობად.
პროგრამაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს სრულწლოვანი ფიზიკური პირი, ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი.
ფიზიკურ პირი რეგისტრირებული უნდა იყოს შუახევის მუნიციპალიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს:
Ø შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება.ქალთა საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობის შემთხვევაში რეგისტრაციის ქონა აუცილებელია პასუხისმგებელი პირისთვის.
Ø ინდივიდუალური მეწარმე.
Ø მეწარმე იურდიული პირი.
კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
Ø ბენეფიციარს, რომელიც არის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გასულ წლებში;
Ø პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;
Ø საჯარო მოხელეს.
პროექტი გულისხმობს მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთი პროექტი არა უმეტეს 10 000 ლარით იქნება დაფინანსებული.
Ø პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 1000 ლარი.
Ø პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 10 000 ლარი.
პროგრამა დაფინანსდება, გამარჯვებული პირის/ჯგუფის თანამონაწილეობით.
თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნის თანხის 20 % -ს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტირებული კონკურსანტისთვის კი 10 %-ს.
თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა.
პრიორიტეტული მიმართულებებია:
Ø სოციალურ-საგანმანათლებლო;
Ø სოფლის მეურნეობა;
Ø ტურიზმი [აგრ-ტურიზმი, ეკო-ტურიზმი];
და სხვ.
დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ერთი პროექტის შემოტანის უფლება აქვთ კონკურსის ფარგლებში.
ბიზნეს პროექტის განაცხადის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე:
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით იხილეთ შემდეგ ლინკზე:
15 ივლისს, 11:00 სთ-ზე განაცხადის ფორმის შევსებასთან, პროგრამის დეტალებთან დაკავშირებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, თამარ მეფის ქუჩა №22.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა ამა წლის 23 ივლისი, 16:00 სთ.
განცხადების შემოტანის წესი: შუახევის მერიის კანცელარია
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:
https://www.facebook.com/profile.php?id=100041972446655
ტელეფონი: 591 98 20 19