შუახევის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახი“ აცხადებს კონკურსს: ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკურადვ გაძლიერების მიმართულებით“ რომლის მიზანია მუნიციპალუიტეტში მცხოვრები ქალების:
• ეკონომიკურად გაძლიერება და გააქტიურება;
• ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
• სოფლად დაწყებული მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა;
• ქალ მეწარმეთა წახალისების ღონისძიებების გატარება;
• ქალები როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრების განვითარების ხელშეწყობა. საპროექტო იდეა უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
1.სოციალურ-საგანმანათლებლო;
2.სოფლის მეურნეობა;
3.ტურიზმი [აგრ–ტურიზმი, ეკო– ტურიზმი].
წარმოდგენილი პროექტი არ უნდა ეხებოდეს:
1. საოჯახო ტიპის სასტუმროს მოწყობას;
2. პროექტის განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის ანაზღაურების მიღებას;
3. რელიგიურ საკითხებს;
4. სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოებას. პროგრამა განხორციელდება 4 ეტაპად: პირველი ეტაპი ბიზნეს - იდეის განაცხადის შევსება, მეორე ეტაპი ბიზნეს - გეგმის განაცხადის შევსება, მესამე ეტაპი - გასაუბრება, მეოთხე ეტაპი - ადგილზე ვიზიტი. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ 18 წელს მიღწეული ქალს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფს. ფიზიკურ პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ბრძანებით, ან/და სხვა მუნიციპალიტეტის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები კი გამოთხოვილი უნდა იყოს შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება პროექტი გულისხმობს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთი პროექტი არა უმეტეს 3 500 ლარით იქნება დაფინანსებული. პროგრამა დაფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით, ფინანსური თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 20 %-ს. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ერთი პროექტის შემოტანის უფლება აქვს კონკურსის ფარგლებში. განაცხადების მიღების ბოლო ვადა ამ წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი. ამ ვადის გასვლის შემდეგ განაცხადები არ განიხილება. ბიზნეს-იდეის განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელი იქნება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Tamila.futkaradze2010@gmail.com დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს თამილა ფუტკარაძეს, ტელ: 591 98 20 19.
ბიზნეს იდეის შევსების ფორმა იხილეთ შემდეგ ლინკზე: